14/09/2025
13:15

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ჩარლი კირკის მკვლელობას და სოროსის ფონდის საქმინობას ეხმიანება.
"ორიოდე სიტყვა ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ.
ამ ადამიანს საოცარი ქარიზმა ჰქონდა.
მან მოახერხა და შეაღწია ლიბერალური ფაშიზმის სისხლმბად ორგანოებში, ზომბირებისა და ტვინის რეცხვის ცენტრებში-საუნივერსიტეტო კამპუსებში, სადაც სადაც ლიბერალურ -ფაშისტური იდეოლოგიით აგრესიულად ზომბირებული უამრავი სტუდენტის მოქცევა შეძლო.
ბოლო გამოსვლებში ჩარლიმ შეცვალა თავის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა ისრაელის პოლიტიკის მიმართაც.
ამის გაგრძელება, როგორც ჩანს, უკვე არასასურველად ჩათვალეს და ამოქმედდა მკვლელების კორპორაცია.
მკვლელობის გამოძიება , კვლავ ერთი გაუგებარი მიზეზებით გაბრაზებული ადამიანით დამთავრდება, 22 წლის ბიჭით, რომელსაც სასწაულებრივად აღმოაჩნდა პირველხარისხოვანი სნაიპერის უნარ-ჩვევები.
(ტრამპზე თავდამსხმელის არ იყოს).
ის, რომ ახალს არაფერს იგონებენ და კვლავ მკ ულტრას პროგრამით მუშაობენ, მკვლელობის დემონსტრაციულ ხასიათზე მიანიშნებს.
ცხადია, ვინც ამ ვერსიაში ეჭვს შეიტანს ,,შეთქმულების თეორეტიკოსად'' გამოაცხადებენ.
შეეცდებიან, აღშფოთების ტალღა კვლავ ახალი პიარ აქციებით გადაფარონ, დაწყებული მუდმივი და ასეთ შემთხვევებში შეუცვლელი რუსული თემით და დამთავრებული სოროსის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების უკვე მერამდენე დაპირებით დონალდ ტრამპისგან.
ახლა რაც შეეხება სოროსს და მის ფონდს.
სანამ ეს მავნებელი ფონდი და მისი კადრები იბოგინებენ საქართველოში, ამ ქვეყანაში მუდმივად იქნება არეულობა.
მეტიც.
განათლების სისტემა სულ უფრო და უფრო მეტ ინდოქტრინირებულ სუბიექტს გამოუშვებს, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება, კიდევ უფრო უარესი, ვიდრე ახლა გვაქვს.
და ამას ასი ჩარლი კირკისნაირი პასიონარიც ვეღარ უშველის."- წერს სოსო მანჯავიძე
0
0