
3 სექტემბერს სან-მარინოს რესპუბლიკა დაარსების დღეს, ქვეყნის მთავარ დღესასწაულს აღნიშნავს.
სან-მარინოს საპატიო კონსული საქართველოში გიორგი სალაყაია, სან-მარინოს რესპუბლიკას დაარსების დღეს ულოცავს.
გიორგი სალაყაიას თქმით, საქართველოსა და სან-მარინოს შორის ორმხრივი ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა მრავალ წელს ითვლის და თანაგანვითარების კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს.
სან მარინოს დაარსების დღის სპეციალური ღონისძიება საქართველოში შარშანაც აღინიშნა, რომელიც საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის, გიორგი სალაყაიას ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოში უცხო ქვეყნების აკრედიტებული ელჩები, საპატიო კონსულები და სხვა ოფიციალური პირები.
საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, სიტყვით სან- მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულმა, გიორგი სალაყაიამ მიმართა. საზეიმო საღამო სან-მარინოს რესპუბლიკის ჰიმნით გაიხსნა.
საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულად კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია 2019 წელს დაინიშნა. გიორგი სალაყაია აღნიშნულ თანამდებობაზე სან-მარინოს რესპუბლიკის მთავრობამ წარადგინა.
2012 წლის პირველ ოქტომბრამდე სან-მარინოს საპატიო კონსული ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელიც 2014 წელს მსოფლიოში აღიარებულმა იტალიელმა მეღვინემ დოქტორმა დონატო ლანატიმ შეცვალა.
ცნობისთვის, 2015 წელს საქართველოს ვიზიტით ეწვია სან- მარინოს საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრი პასკუალე ვალენტინი. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ.
საქართველოსა და სან- მარინოს შორის დადებულია 3 შეთანხმება და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა დინამიურად ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
სან-მარინოს რესპუბლიკა სამხრეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულზე მდებარეობს და ტერიტორია, ამავე სახელწოდების დედაქალაქის ჩათვლით, 9 უძველესი ქალაქი-კომუნისგან შედგება.
0
0