
რა ვითარებაა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტში - საომარი მოქმედებებიდან 20 დღის თავზე, ამ საკითხზე “ისრაელის სახლის” ხელმძღვანელი, იციკ მოშე, რადიო ,,სივრცის" FM 98.5-ის ეთერში, გადაცემა ,,სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან" ერთად საუბრობს.
მისი განცხადებით, ეს ომი არის გლობალური პოლიტიკის შედეგი და სამყაროს ებრაელი ხალხისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი.
"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ისრაელ-ჰამასის ომი, ეს არის ომი ისრაელის წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება. პრობლება რომელიც არსებობს არის სამყაროს დამოკიდებულება ისრაელის მიმართ - ჩემი აზრით, სამყაროს დიდმა ნაწილმა ბოდიში უნდა მოიხადოს ისრაელისა და ებრაელი ხალხის წინაშე. 400 წელი ვიყავით ეგვიპტის მონობაში, ამის შემდეგ ჩვენი დედაქალაქიდან 2-ჯერ გამოგვაგდეს დიასპორაში, 2000 წლიანი ტყუილებზე აგებული ფორუმები, ანტისემიტიზმი, ებრაელი ხალხის ესპანეთიდან გამოყრა, 6 მილიონი ებრაელის დახოცვა, მილიონნახევარი ებრაელი ბავშვის მოკვლა - ეს ის პერიოდია, როცა სამყარო დუმდა, სწორედ ეს გრძელდება ბოლო პერიოდია. არ არის აუცილებელი იყო ებრაელი, პროებრაელი ან სიონისტი, რომ ისრაელს დაუჭირო მხარი, უნდა იყო ადამიანი და მე მჯერა, რომ თუ სამყარო გამოიჩენს ადამიანობას ამ რეგიონში პრობლემა მოგვარდება, რადგან ეს არ არის ისრაელი-ჰამასის წინააღმდეგ - ეს არის ომი, სადაც ტერორისტული ჯუფებს, ტერორისტულ ქვეყნებს არ უნდათ, რომ ისრაელი იყოს ამ რეგიონში",- განაცხადა იციკ მოშემ.
0
0