-share.jpg)
"კარგი ამბავი გვაქვს სამხრეთიდან. უკრაინის დროშების რიცხვი, რომლებიც უბრუნდებიან თავიანთ კუთვნილ ადგილს მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში უკვე ათობით არის. 41 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. მადლობა ყველა ჩვენს გმირს, ვინც უზრუნველყოფს ამ წინსვლას“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. რომელმაც უკრაინელ სამხედროებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
მისივე განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალების ყოველი ნაბიჯი უკრაინელების თავისუფლებისთვის გაღებულ სიცოცხლეს წარმოადგენს.
„მიუხედავად იმისა, რომ გახარებულები ვართ, უნდა გვახსოვდეს ახლა და სამუდამოდ, რას ნიშნავს ეს წინსვლა - ჩვენი თავდაცვის ძალების ყოველი ნაბიჯი წარმოადგენს უკრაინელების თავისუფლებისთვის გაღებულ სიცოცხლეს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინელებმა უნდა გაიარონ მთელი გზა "ბრძოლის ველზე და დიპლომატიაში", რათა უკრაინის დროშები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაბრუნდეს.
0
0