
სამხრეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება, მათ შორის დაბომბვა ენერგოდარის რაიონში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, - ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა იუწყება.
ბრიტანული დაზვერვის განცხადებით, რუსეთის არმია ვერ შეძლებს 15 000-ზე მეტი პერსონალის გაგზავნას Vostok-2022 სამხედრო წვრთნებზე.
„რუსეთმა საჯაროდ განაცხადა, რომ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 50 000 სამხედრო, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ წელს 15 000-ზე მეტი ჯარისკაცი იქნება აქტიურად ჩართული, რაც იმ ძალების დაახლოებით 20%-ია, რომელიც წინა წვრთნებში, 2018 წელს მონაწილეობდნენ“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციებმა აჩვენა, რომ ასეთი წვრთნა არ ეხმარება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს ფართომასშტაბიანი და რთული ოპერაციების ჩატარებაში. ისინი მიჰყვებიან სკრიპტს {სკრიპტი არის „სტრუქტურა, რომელიც აღწერს ცალკეული კონსტრუქტის შემთხვევების შესაბამის მიმდინარეობას}, სადაც ყველა მოქმედება წინასწარ არის განსაზღვრული.
ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსეთის ისეთი სამხედრო სტრატეგიული წვრთნები, როგორიცაა „ვოსტოკი“, პირველ რიგში, მიზნად ისახავს რუს ლიდერებსა და საერთაშორისო აუდიტორიაზე შთაბეჭდილების მოხდენას.
0
0