სამხრეთ უელსში დინოზავრის 200 მილიონი წლისწინანდელი ნაკვალევი იპოვეს
31/12/2021
14:55
მსოფლიო
A-
+A
სამხრეთ უელსის სანაპიროზე მკვლევარებმა დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინეს, რომელიც, ფაქტობრივად, 200 მილიონ წელზე მეტი ხნისაა.
მეცნიერებმა დინოზავრის ნაკვალევი ვიქტორიანული ეპოქის ქალაქ პენარტში, გლამორგანის ველზე, პირველად 2020 წელს იპოვეს, შემდეგ კი ანაბეჭდების წარმოშობის ფართოდ შესწავლა დაიწყეს. მათი თქმით, ნაკვალევი გიგანტური დიპლოდოკუსის ადრეულ წინაპარს ეკუთვნის და ტრიასული პერიოდით თარიღდება.
ნაკვალევს 3D გამოსახულების უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით სკანირება ჩაუტარდა; ექსპერტების თქმით, ნაკვალევს დროთა განმავლობაში ზღვა გადარეცხავს.
დინოზავრის ნაკვალევზე კვლევა ჩაატარა კარდიფის უნივერსიტეტის, უელსის ეროვნული მუზეუმის, ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის, ლივერპულის ჯონ მურის სახელობის უნივერსიტეტისა და ლიონის უნივერსიტეტის პალეონტოლოგთა ჯგუფმა.
0
0
513
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%