Reuters-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ერთსქესიან პარტნიორს უფლება აქვს, რომ, ჯანდაცვის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეწყვილესთვის დაშვებული შეღავათებით ისარგებლოს. ეს ნაბიჯი შეფასებულია, როგორც ლგბტქ „უფლებების გამარჯვება“ ქვეყანაში.
სეულის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის დაზღვევის ეროვნულმა სამსახურმა ერთსქესიანი წყვილი შეღავათებით უნდა უზრუნველყოს - გადაწყვეტილება ეხება 2021 წელს წყვილის მიერ შეტანილ სარჩელს იმ სააგენტოს წინააღმდეგ, რომელმაც ერთ-ერთი პარტნიორის შეღავათები გააუქმა.
მთავარი მოსამართლის ჯო ჰი-დეს განცხადებით, სქესის გამო მათთვის ასეთ შეღავათებზე უარის თქმა წარმოადგენს სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციას.
„ეს არის დისკრიმინაციის აქტი, რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებასა და ღირებულებებს და უხეშად არღვევს თანასწორობის უფლებასა და კონფიდენციალურობის თავისუფლებას“, - განაცხადა ჯო ჰი-დემ სატელევიზიო სასამართლო პროცესზე.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026