
სამხრეთ კორეის ოპოზიციური პარტიების განცხადებით, მათ შუამდგომლობა წარადგინეს პრეზიდენტის იუნ სოკ-იოლის იმპიჩმენტის წესით გადაყენების შესახებ.
ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტ იოლის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა შესაძლოა 6 ნოემბერს ჩატარდეს.
თანამდებობის დატოვების ან იძულებით გადადგომის მიზნით, იოლს მზარდი საკანონმდებლო და საზოგადოებრივი ზეწოლა ემუქრება რამდენიმე საათის შემდეგ, რაც მან ქვეყანაში ხანმოკლე საომარი მდგომარეობა გააუქმა. პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა დაახლოებით, ექვს საათს მოქმედებდა. მთელი ღამის განმავლობაში, პარლამენტი სამხედროების მიერ ალყაშემორტყმული იყო. დეპუტატების მოთხოვნით, იუნ სოკ-იოლმა საომარი მდგომარეობა გააუქმა.
უფროსმა მრჩევლებმა და მდივნებმა, კოლექტიურად, პრეზიდენტს, ასევე მისი კაბინეტის წევრებს, მათ შორის თავდაცვის მინისტრს, გადადგომა ურჩიეს.
0
0