ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში პოლიომიელიტის აღმოფხვრის ხელმძღვანელის, ჰამიდ ჯაფარის განცხადებით, სამხრეთ ღაზა პოლიომიელიტის საწინააღმდეგოდ ბავშვთა ვაქცინაციის პროგრამის დასაწყებად "ინტენსიურად ემზადება".
„ვფიქრობ, ამ ყველაფრის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, როგორც ცენტრალურ ზონაში, ასევე სამხრეთში, „ჰუმანიტარული პაუზის“ შესახებ შეთანხმების დაცვაა. ეს არის საზოგადოება, რომელიც სათანადოდაა ინფორმირებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული მომსახურებებით და ესმის ვაქცინაციის მნიშვნელობა. ცენტრალურ ზონაში საზოგადოების რეაქციისა და ჯანდაცვის მუშაკების მონდომების გათვალისწინებით, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ვაქცინაციის კამპანიისთვის ასეთი მზაობა სამხრეთ ზონაშიც შენარჩუნდება“, - განუცხადა ჯაფარიმ Al Jazeera-ს.
ჰამიდ ჯაფარიმ დასძინა, რომ ჯანმო შეტყობინებას მიიღებს რაიმე შესაძლო „ოპერატიული პრობლემის“ შესახებ, თუმცა ვაქცინაციის პროგრამის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, „როგორც მოსახლეობა, ასევე ჯანდაცვის მუშაკები იმედოვნებენ, რომ კამპანია წარმატებით განხორციელდება“.
0
0