
ზოგიერთი ამერიკული მედიის ცნობით, თეთრი სახლის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ისრაელმა სამხრეთ ღაზაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები შესაძლოა იანვარში დაასრულოს და შემდეგ ,,ჰამასზე“ უფრო მიზანმიმართული თავდასხმები გააგრძელოს.
ბაიდენის ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, CNN იუწყება, რომ თეთრი სახლის ოფიციალური პირები შიშობენ, თუ როგორ განხორციელდება ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან შეტევა უახლოეს კვირებში და დასძენენ, რომ ოფიციალურმა პირებმა ისრაელს ზარალისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მაქსიმალურად თავიდან აცილებისკენ მოუწოდეს.
როგორც ამერიკელმა მაღალჩინოსანმა [ანონიმურობის დაცვის პრინციპით] განაცხადა, ჩანს, რომ ისრაელი აშშ-ის რეკომენდაციის გათვალისწინებას არ აპირებს.
”უახლოეს კვირებში, [ღაზაში] სამხედრო ოპერაციებს ინტენსიურად განვახორციელებთ, შემდეგ, სავარაუდოდ, დაბალი ინტენსივობის რეჟიმზე გადავალთ,” - განუცხადა ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს.
0
0