01/05/2023
13:09
მსოფლიო
სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სთხოვს არ ჩავიდეს BRICS-ის სამიტზე, რომელიც ამ ზაფხულს სამხრეთ აფრიკაში გაიმართება. მიზეზი რუსეთის პრეზიდენტის სახელზე გაცემული დაკავების ორდერია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) უკრაინაში ომის დანაშაულის ბრალდებით გამოსცა. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკული გაზეთი Sunday Times წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც ხელი მოაწერეს რომის სტატუტს, რომელიც მას ავალდებულებს შეასრულოს ICC-ის გადაწყვეტილებები.
„ჩვენ არ გვაქვს არჩევანი, რომ არ დავაპატიმროთ პუტინი. თუ ის აქ ჩამოვა, მოგვიწევს მისი დაპატიმრება“ - განუცხადა გაზეთს სამხრეთ აფრიკის მთავრობის წარმომადგენელმა.
The Sunday Times-ის ცნობით, გასულ კვირას სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაპოზამ დანიშნა სპეციალური სამთავრობო კომიტეტი, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რათა შეისწავლოს ხელისუფლების ვარიანტები ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით.
გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, კომიტეტი სხვა ვარიანტებს, გარდა სამიტში პუტინის მოსკოვიდან ვიდეო ბმულით მონაწილეობისა, ვერ მოძებნის.
ანონიმმა მაღალჩინოსნებმა გამოცემას დაუდასტურეს, რომ პრეტორია მოსკოვთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მარტის ბოლოს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის დურბანის სამიტში მონაწილეობის შესახებ.
0
0