12/08/2023
21:58
მსოფლიო
სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი, 81 წლის ჯეიკობ ზუმა პენიტენციურ დაწესებულებებში "ადგილების ნაკლებობის" გამო ციხეში სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლეს. მანამდე ზუმა სამედიცინო მიზეზებით პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, მაგრამ სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო.
ამჟამად იუსტიციის მინისტრმა რონალდ ლამოლამ განაცხადა, რომ ზუმა ციხეების გადატვირთულობის გამო გაათავისუფლეს. ყოფილი პრეზიდენტი მოხვდა იმ დამნაშავეების გათავისუფლების პროგრამაში, "რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხის დაბალ დონეს წარმოადგენენ".
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ბოლო თვეებში ციხიდან 9 ათასი პატიმარი გათავისუფლდა.
BBC სამხრეთ აფრიკის პენიტენციური დაწესებულებების დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანაში პატიმრების რაოდენობა ამჟამად 47%-ით აღემატება ოფიციალურ ტევადობას.
0
0