06/07/2023
16:10
მსოფლიო
სამხრეთ აფრიკაში, გაზის გაჟონვის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. 12 ადამიანი კი - საავადმყოფოში მკურნალობს. ინციდენტი, კერძოდ, ქალაქ იოჰანესბურგის აღმოსავლეთით მდებარე ბოქსბურგის დასახლებაში მოხდა.
გაზის გაჟონვა ამ მხარეში ოქროს უკანონო მოპოვებას უკავშირდება. ოქროს არალეგალურად მომპოვებელი მაღაროელები ტოქსიკურ აირებს ხშირად იყენებენ მიტოვებული მაღაროს შახტებიდან მოპარული მიწიდან ოქროს მოსაპოვებლად.
გაზის ერთ-ერთი ბალონი ბოქსბურგის მჭიდროდ დასახლებულ უბანში აღმოაჩინეს. მსხვერპლი შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში იპოვეს.
სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები შიშობენ, რომ სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა შესაძლოა მეტი ცხედარი იპოვონ.
აღნიშნულ ტრაგედიამდე, ექვსი თვის წინ, შობის ღამეს, იმავე ქალაქში გაზის ტანკერი აფეთქდა, რასაც 41 ადამიანი ემსხვერპლა.
0
0