სეულში გამართულ სამიტზე, 60-მდე ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, მხარი დაუჭირა "სამოქმედო გეგმას", რომელიც არეგულირებს სამხედრო სფეროში ხელოვნური ინტელექტის კეთილსინდისიერად გამოყენებას. ჩინეთი იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, ვინც დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა, რაც დაინტერესებულ მხარეებს შორის აზრთა მკვეთრ განსხვავებას ასახავს.
მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, წლევანდელი „გეგმა“, ძირითადად, ქმედებებზეა ორიენტირებული, რაც მოიცავს სამხედრო სფეროსთან დაკავშირებულ დისკუსიებს და განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონებს, რომლებიც უკრაინამ გამოიყენა. დოკუმენტს მხარი უკრაინამაც დაუჭირა.
„ჩვენ შემდგომ, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. გასულ წელს... ძირითადად ორიენტირებულნი ვიყავით საერთო ურთიერთგაგების ჩამოყალიბებაზე, ახლა უფრო მეტად მოქმედებაზე ვფოკუსირდებით. იგულისხმება მნიშვნელოვანი პირობების განსაზღვრა, მაგალითად, ადამიანის მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კონტროლისთვის და, ნდობის აღდგენის ზომების მიღება, რისკების მართვის მიზნით.
ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ რეალისტები, რომ მთელი მსოფლიო არ დაგვიჭერს მხარს. როგორ შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ყველა არ დაგვთანხმდება? რთული დილემის წინაშე ვართ, რომელიც ასევე უნდა განვიხილოთ“, - განუცხადა Reuters-ს ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა.
სეულის სამიტი, რომელსაც ერთობლივად მასპინძლობს ნიდერლანდები, სინგაპური, კენია და გაერთიანებული სამეფო, მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ მრავალმხრივი დისკუსიები არ იყოს დომინირებული ერთი ქვეყნის მიერ.
ოფიციალური პირების თქმით, მომავალი სამიტის ჩატარების ადგილი და დრო ჯერ კიდევ განიხილება. ოქტომბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ, „სამოქმედო გეგმის“ საფუძველზე, ისინი სამხედრო სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ დისკუსიებს გამართავენ.
როგორც გაეროს განიარაღების კვლევის ინსტიტუტის პროგრამის უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების ხელმძღვანელმა ჯაკომო პერსი პაოლიმ განაცხადა, ნებისმიერი რისკის შემცირების მიზნით, ქვეყნები, სხვებთან ერთად, სამიტებში უნდა ჩაერთონ.
”გეგმა წინგადადგმული ნაბიჯია. ძალიან სწრაფად, იმ მაღალი რისკის წინაშე დავდგებით, რომ ბევრ ქვეყანას არ ექნება ამ შეთანხმებაში ჩართვის სურვილი,“ - თქვა პაოლიმ.
0
0