05/09/2023
11:22
სხვადასხვა
სამწუხაროდ, პრეზიდენტისგან ეს პირველი ნაბიჯი არ არის, როდესაც ის ცდილობს, რომ კონსტიტუციური წესრიგისგან განსხვავებულად იმოქმედოს და შემდეგ არასწორი, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობით ახსნას გარკვეული მისი ნაბიჯები, რომელიც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც საკითხი ეხება საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პერსპექტივებს, ხელისუფლების მოეთხოვება, რომ იყოს აბსოლუტურად ცხადი პოზიციების.
„როდესაც საკითხი ეხება უკვე საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ევროინტეგრაციის პერსპექტივები საქართველოსთვის, აქ რა თქმა უნდა, მოითხოვება, რომ ხელისუფლება იყოს აბსოლუტურად ცხადი პოზიციების მქონე, მკაფიო განცხადებები აკეთოს და შესაბამისად, პოზიცია იყოს ერთმნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში არავითარი ფუფუნება არ გვაქვს იმისა, რომ თვალი დავხუჭოთ ასეთ არასწორ და სამართლებრივად დესტრუქციულ საქციელზე“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
0
0