17/03/2023
11:49
პოლიტიკა
“მე დარწმუნებული ვარ, რომ სამწუხაროდ, მოქმედი მთავრობა არ არის დაინტერესებული ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამავდროულად, დაინტერესებულია ეს ვინმე სხვას დააბრალოს”, ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გახარიამ “ხალხის ძალის” მიერ მომზადებული კანონპროექტისა და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
„როცა იცი, რომ შენი ხალხის 85%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, მაგრამ ამავდროულად გინდა, რომ შეინარჩუნო ძალაუფლება, მმართველობის არსებული სტრუქტურა, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან, შენ გჭირდება უბრალოდ ააფეთქო ეს პროცესი და მოამზადო ნიადაგი, რომ ვინმე სხვას დააბრალო. ეს არის ის, რასაც მთავრობა აკეთებდა. 2 თვის წინ გააცნობიერეს, რომ დიდი ალბათობით, საქართველო, გეოპოლიტიკური მიზნებით, მიიღებს კანდიდატის სტატუსს და დაიწყეს „აგენტების შესახებ“ კანონის მიღება. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამწუხაროდ, მოქმედი მთავრობა არ არის დაინტერესებული ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამავდროულად, დაინტერესებულია ეს ვინმე სხვას დააბრალოს. დიახ, კანონპროექტის გამოთხოვა არის პროტესტის დიდი და უმნიშვნელოვანესი მიღწევა, მაგრამ ეს არის საბოლოო მიზანი. უამრავი რამ გვაქვს გასაკეთებელი დეკემბრამდე, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული ევროკავშირის მიერ და კანდიდატის სტატუსი არის ერთადერთი გზა დავიცვათ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი. დღეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ქართველ ხალხს აქვს ორი კრიტიკული მიზანი: როგორ დავიცვათ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი კანდიდატის სტატუსის მიღების გზით და როგორ ჩავატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი და გრძელვადიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიით“, - განაცხადა გახარიამ გერმანულ გამოცემასთან, რომლის თარგმანსაც პარტია ავრცელებს.
0
0