
31 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ დისკუსიაზე, უკვე მეორე დღეა, შეფასებებს აკეთებენ კანონმდებლები. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი რევოლუციური გეგმის ნაწილია. მათივე განმარტებით, შემაშფოთებელია დისკუსიის სათაურიც.
განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და "ქართული ოცნება" მორიგ აჟიოტაჟს მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის ჩასახშობად აწყობს.
"ხალხს ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, არასამთავრობო სექტორი საქართველოში რევოლუციურ სცენარებს აფინანსებენ.
"სამწუხაროდ, ჩვენი პარტნიორების არასამთავრობო სექტორიდან ფინანსდება რევოლუციური სცენარები, რაც ძალიან ცუდია. წახალისებაა, როცა ეუბნებიან ახალგაზრდას, შენ ესროლე მოლოტოვის კოქტეილი, დაწვი პოლიციელი, თუ დაგაჯარიმებენ, მე გადავიხდი, თუ ციხეში ჩაგსვამენ, მე გამოგიშვებ... ეს არის წახალისება. როცა "ხალხის ძალა" ვამბობთ, რომ ჩვენი პარტნიორების არასამთავრობო სექტორის ნაწილი აფინანსებს რევოლუციურ მიმდინარეობას, ეს მტკიცებულებებია, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0