01/10/2021
14:25
პოლიტიკა
მისივე თქმით, ყოველგვარ ზღავარს მიღმაა ისეთი კომიკური და სასაცილო პერსონაჟი, როგორადაც ყოფილი პრეზიდენტი იქცა.
„არც ერთ ზრდასრულ ადამიანს ასეთი მარტივი ფეიკის არ სჯერა, რადგან ბუნებით ისეთ მხდალ და მშიშარა პიროვნებას, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, არ აქვს გამბედეობა, წარდგეს ქართველი ხალხისა და მართლმსაჯულების წინაშე. ღიმილისმომგვრელია, როდესაც რამდენიმე დღის წინ რაღაც ბილეთის ჯავშანი გამოაქვეყნა და ახლა უკვე სამარცხვინო, სასაცილო ფეიკნიუსს ავრცელებს. ჩვენი ქვეყნის სამწუხარო მოცემულობაა, რომ ოდესღაც საქართველოს ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი ჰყავდა. დანამდვილებით გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება – სააკაშვილი უკრაინაშია, დარწმუნებით გეუბნებით, ის უკრაინიდან არ გასულა. მიხეილ სააკაშვილი ასეთ სასაცილო და სამარცხვონო ფეიკნიუსს საკუთარ პარტიაშიც ვერ ყიდის.როგორც კი გაბედავს და საქართველოს ტერიტორიას შეეხება, დაპატიმრებული იქნება“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.
ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა მორიგი ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
0
0