29/05/2023
12:57
პოლიტიკა
სამწუხაროა, რომ რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები იმ დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრები და ფრაქციის ხელმძღვანელებიც კი იყვნენ - კანონის პროექტი ქმნის შესაძლებლობასა და ცდუნებას, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" დეპუტატები გავიდნენ და გასვლის შემთხვევაში პოლიტიკური ჯგუფები შექმნან, - ეს განცხადება დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ყოფილი თანაგუნდელების ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას გააკეთა.
ბეჟაშვილის თქმით, აქამდე "ქართული ოცნება" პარლამენტის რეგლამენტში ასეთი შინაარსის ცვლილებების შეტანას არ უშვებდა, ახლა კი შესაბამისი პროექტი დაჩქარებული წესით არის წარდგენილი.
"რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული დეპუტატებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას, ჩამოაყალიბონ პოლიტიკური ჯგუფები. პოლიტიკურ ჯგუფებს გარკვეული სიკეთეები აქვს - ეს არის სახელფასო ფონდი, საპარლამენტო დრო და ასე შემდეგ", - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვისათვის ინიცირებულია დეპუტატების ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტში საარჩევნო ბლოკის სიით გასული დეპუტატები წარმდგენი პარტიისა და ფრაქციის დატოვების შემთხვევაში, პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შესძლებენ.
0
0
ქარი, წვიმა, მთაში მოთოვს - ამინდი უარესდება
15/11/2024