29/04/2023
23:08
პოლიტიკა
„იმედია, ის არ გააგრძელებს იმ ხაზს, რომელიც პირდაპირ ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის კამპანიას კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, ევროპარლამენტში 31 მაისს დაგეგმილ სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, აქამდე გაკეთებული განცხადებებით, პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაშია ჩართული.
„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში, რომელსაც წარმართავს რადიკალური ოპოზიცია. თქვენ გახსოვთ პარლამენტის კედლებში მის მიერ გაკეთებული განცხადებები. იმედი დავიტოვოთ, რომ მომდევნო შემთხვევაში ის სხვანაირ განცხადებებს გააკეთებს, თუმცა, არ ვიცი, რამდენად შეიძლება გვქონდეს ამ კუთხით ოპტიმიზმის საფუძველი. იმედია, ის არ გააგრძელებს იმ ხაზს, რომელიც პირდაპირ ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის კამპანიას კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0