-share.jpg)
ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება პარლამენტის წინ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის დროშის შებღალვის გამო, პირი იქნება იდენტიფიცირებული და შესაბამისად დაისჯება ადმინისტრაციული წესით.
„გამოვეხმაურები პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის შებღალვის ფაქტს. იცით, რომ ჩვენი მოწვევის პარლამენტმა დასჯადი გახადა როგორც ევროკავშირის, ისე სხვა ქვეყნების დროშების შებღალვა, რომლებიც აღმართულია ადმინისტრაციული შენობის წინ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან იყო კიდეც განცხადება, რომ ვინც შებღალა ევროკავშირის დროშა, იქნება იდენტიფიცირებული და ადმინისტრაციული წესით შესაბამისად დასჯილი.
სამწუხაროა, რასაც ვხედავთ. რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს. ასეთი ქცევა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. შესაბამისად, იცით, დაზიანებულია თვითონ ფლაგშტოკიც, აღდგება და დროშაც სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025