
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმებულების რაოდენობას. ILO-ს შეფასებით, საქართველოში 2024 წელს დასაქმებულთა შორის სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი პირების დონე ახალ ისტორიულ მინიმუმადე შემცირდა და 1,7%-ს გაუთანაბრდა. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით საქართველოში 2 წელიწადში სამუშაო სიღარიბე ორჯერ შემცირდა, ხოლო 12 წელიწადში, ანუ 2012 წელთან შედარებით თითქმის 5-ჯერ (4,7-ჯერ).
ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მაჩვენებლები 2000 წლიდან 2024 წლის ჩათვლით. ირკვევა, რომ საქართველოში სამუშაო სიღარიბის მკვეთრი შემცირება 2012 წლიდან დაიწყო. 2000-2003 წლებში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ იყო დასაქმებულთა 11 %, ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა 2004-2012 წლებში, რა დროსაც 10%-ი ანუ საშუალოდ ყოველი მეათე დასაქმებული სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა იყო.
სიტუაცია არსებითად შეიცვალა 2013-2024 წლებში. ამ პერიოდში სამუშაო სიღარიბის დონე საქართველოში საშუალოდ 3,3%-ს გაუთანაბრდა და შესაბამისად სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ ყოველი ოცდამეათე დასაქმებული იყო. ბოლო, ანუ 2024 წლის მონაცემებით სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ ყოველი 59-ე დასაქმებული პირია, ანუ 1,7%-ი, რაც საქართველოს ახალი ისტორიული მინიმუმია.
https://rshiny.ilo.org/dataexplorer58/?lang=en&segment=indicator&id=UNE_2EAP_SEX_AGE_RT_A
0
0