
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სამაშველო ოპერაციები ძირითადად 8 ლოკაციაზე მიმდინარეობს.
მისი თქმით, სამუშაო პირობები რთულია და არსებული პირობების გათვალისწინებით, მაქსიმუმი კეთდება.
„სამაშველო ოპერაცია გრძელდება. 8 ძირითადი ლოკაციაა გამოყოფილი პრიორიტეტულად, რომელზედაც მიმდინარეობს სამუშაოები, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე, ჯარი და რა თქმა უნდა, ტექნიკა ჩართულია.
90-მდე მძიმე ტექნიკა არის ჩართული. სამუშაო პირობები რთულია, გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რაც არსებულ მასასთან მიმართებით ძალიან რთულად ექვემდებარება შესაბამის დამუშავებას, თუმცა ამ მიმართულებით წინ მივიწევთ“, - აცხადებს ქარსელაძე.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა.
0
0