
"ქართული ოცნება" დიპლომატიურ წარმომადგენლობებს აკრიტიკებს იმის გამო, რომ პოლიციელის მიერ თვალის დაკარგვის ფაქტს არ გამოხმაურებიან. საუბარია სამართალდამცველზე, რომელსაც 29 ნოემბერს მიმდინარე აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დემონსტრანტების მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგანი მოხვდა. უწყებისვე ინფორმაციით, მიღებული დაზიანების შედეგად, მხედველობის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თემის შეფასებისას ოპოზიცია აცხადებს, რომ გმობს ძალადობას, მთავრობამ უნდა გამოიძიოს ფაქტი, თუმცა საელჩოებთან მიმართებით მმართველი გუნდის განცხადებები მათთვის სპეკულაციურია.
"ძალიან სამწუხარო ფაქტია საქართველოს მოქალაქის ნებისმიერი დაზიანება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს იქნება, თუ საკუთარი შეკრებისა და გამოხატვის უფლების განხორციელების დროს. ესკალაციას, დაპირისპირებას და შეტაკებებს დღეს იწვევს ხელისუფლება," - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.
0
0