
"სამწუხაროა, როდესაც ისეთ სიცრუეზე გამოგიჭერენ, რასაც შენი ლიდერშიფის გადადგომა მოჰყვა - როდესაც "ტვ პირველივით" იქცევი, თუმცა BBC-ს გიწოდებენ" - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"სამწუხაროა რა თქმა უნდა, როდესაც ისეთ სიცრუეზე გამოგიჭერენ, რასაც შენი ლიდერშიფის გადადგომა მოჰყვა - როდესაც "ტვ პირველივით" იქცევი, თუმცა BBC-ს გიწოდებენ. საქართველოს ხელისუფლების დაბრალება დემონსტრანტების წინააღმდეგ "პირველი მსოფლიო ომის" დროინდელი ქიმიკატების გამოყენებაში - არანაკლები დანაშაულია ტრამპის წინააღმდეგ აგორებული ფეიკ-კამპანიისა.
ბრიტანელ დეზინფორმატორებს შევახსენებთ, რომ ცრემლსადენი და წიწაკის გაზი უკვე დიდი ხანია იქცა მასობრივ აქციებზე საპოლიციო რეაგირების სტანდარტულ ინსტრუმენტად როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ისე შეერთებულ შტატებში. ფორმალურად ეს ნივთიერებები დასაშვებად და „არალეტალურად“ ითვლება, თუმცა სამედიცინო მონაცემები, სასამართლო პრაქტიკა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშები აჩვენებს, რომ რეალურად ისინი არსებით საფრთხეს უქმნიან ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. BBC ასეთ შემთხვევებზე დუმს.
საუბარია ე.წ. მასობრივი არეულობების კონტროლის ქიმიურ საშუალებებზე (riot control agents) - უპირველესად CS-გაზზე, CN-გაზზე და წიწაკის ნარევებზე. საერთაშორისო სამართალი მათ გამოყენებას უშვებს სამართალდამცავი მიზნებისთვის, ხოლო სამხედრო კონფლიქტებში ამავე ნივთიერებების გამოყენება აკრძალულია. ანუ. იურიდიულად - ნებადართული ინსტრუმენტი, ხოლო სამედიცინო თვალსაზრისით - მაღალი რისკის წყარო. და ეს ყველაფერი ყოველდღიურად ხდება ევროპასა და ამერიკაში, თუმცა BBC - დუმს.
მედიკოსები აფიქსირებენ, რომ ევროპასა და აშშ-ში აქციების დაშლა ს დროს გამოყენებულმა ქიმიურმა გამაღიზიანებელმა საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა, ლორწოვანი გარსების ქიმიური დამწვრობა, ასთმის შეტევები, ფილტვების დაზიანება და გულ-სისხლძარღვთა გართულებები. განსაკუთრებული საფრთხე ჩნდება მასობრივი ან განმეორებითი გამოყენებისას, ურბანულ მჭიდრო გარემოში და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ.
საფრანგეთში, განსაკუთრებით „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო მოძრაობის დროს, ცრემლსადენი გაზი მასობრივად და სისტემურად გამოიყენებოდა. დაფიქსირდა მძიმე ტრავმები და სიკვდილის შემთხვევებიც, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებოდა მის გამოყენებას. დუმს BBC - კვლავ დუმს.
საბერძნეთში პოლიცია წლების განმავლობაში იყენებს გაზს ათენის ცენტრში გამართული დემონსტრაციების დროს - როგორც ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე, ისე ბოლო მასშტაბურ პროტესტებზე, რასაც თან ახლდა დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების ჰოსპიტალიზაცია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს: ცრემლსადენი გაზის არასწორი გამოყენება შეიძლება სასიკვდილოდ საშიში იყოს და გარკვეულ ვითარებებში შეფასდეს როგორც არაადამიანური მოპყრობა. მაგრამ რა ვუყოთ BBC-ს - ისევ დუმს.
2020 წლის საპროტესტო ტალღის დროს აშშ-ის პოლიცია ფართოდ იყენებდა ცრემლსადენ და წიწაკის გაზს. რიგ ქალაქებში, მათ შორის პორტლენდში, დაფიქსირდა ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაციები, რომლებიც უსაფრთხო ზღვარს ათეულჯერ აღემატებოდა.
ქიმიური გამაღიზიანებლები გამოიყენებოდა არა მხოლოდ მუნიციპალური პოლიციის, არამედ ფედერალური სტრუქტურების მიერაც, ზოგჯერ საცხოვრებელ კვარტლებთან და ისეთ პირობებში, რომლებმაც სერიოზული სამედიცინო შედეგები გამოიწვია.
ასე რომ, მალე ანდაზად იქცევა გამონათქვამი: "BBC-ის რომ დაეჯერება" - როგორც ორმაგი სტანდარტის, სიცრუის და დიფ-ფეიკის ტირაჟირების "სანდო წყაროს" ეტალონი. აქ ლიფტში არავინაა გაჭედილი და ინტერნეტთან წვდომა გვაქვს - ხოლო ნეანდერტალელების დონემდე თქვენღა გაკლიათ "ორი ნაბიჯი"." - წერს ქართველიშვილი
ცნობისთვის, BBC-იმ გუშინ გამოაქყვეყნა სტატია, რომელშიც წერია, რომ საქართველოს მთავრობამ, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, სადაც პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება იყო გარეული.
შეგახსნენბთ, ცოტა ხნის წინ, რომ „ბიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს მას შემდეგ, რაც კორპორაცია BBC Panorama-ს დოკუმენტური ფილმის გამო გააკრიტიკეს.
ფილმში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლა შეცდომით იყო დამონტაჟებული.
0
0