
სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაგეგმილზე უფრო ადრე დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა.
შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბრიდან ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იყო ძველი, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ45-კმ55 მონაკვეთის გავლით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0