
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ ეგვიპტეში გლობალურ სამიტზე ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება „ღაზის აღდგენას“ განაპირობებს.
პრეზიდენტმა Air Force One-ის ბორტზე შეკრებილი ჟურნალისტების კითხვებს - გამოიწვევს თუ არა ეს ნაბიჯი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას - არ უპასუხა.
კითხვაზე - შეიძლება თუ არა მიღწეულმა შეთანხმებამ, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტამ და ყველა ისრაელელი მძევლის ცოცხლად ჩაბარებამ პალესტინის სახელმწიფოს შექმნა განაპირობოს - ტრამპმა უპასუხა:
"ჩვენ ღაზის აღდგენაზე ვსაუბრობთ. მე არ ვსაუბრობ ერთ სახელმწიფოზე, ორმაგ სახელმწიფოზე ან ორ სახელმწიფოზე, არამედ - ღაზის აღდგენაზე. ბევრ ადამიანს მოსწონს კონფლიქტის ერთი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა. ზოგიერთს - სახელმწიფოს პრინციპით მოსწონს. ვნახოთ, რა მოხდება. მე ამაზე კომენტარი არ გამიკეთებია.“
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში მსოფლიო ლიდერების შეკრებას დაესწრო შეთანხმების აღსანიშნავად, რომელიც, მისი თქმით, „მილიონობით ადამიანის ლოცვის“ შედეგია. ტრამპის გრძელვადიანი 20-პუნქტიანი გეგმა მოიცავს „მშვიდობის საბჭოს“ შექმნას, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ტერიტორიისთვის გარდამავალი ხელისუფლების შექმნას. საბჭოს აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.
0
0