
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის, რუსეთის, აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტები უნდა მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ანდრეი სიბიგამ ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა
სიბიგას თქმით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის შემთხვევაში, სასარგებლო იქნებოდა დონალდ ტრამპის მონაწილეობა, თურქეთის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან ერთად.
„მნიშვნელოვანია, რომ მომავალი მოლაპარაკებები, როდესაც თარიღები შეთანხმდება, იყოს კონკრეტული, რომ მეორე მხარეს ჰქონდეს მანდატი ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვისთვის, როგორიცაა ომის დასრულება, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. ამიტომ ასეთი სტრატეგიული საკითხების განხილვის შესაძლებლობისთვის, ერთ-ერთი წინადადებაა ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ჩატარება. ეს ძალიან სასარგებლო იქნებოდა. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, ევროპელი ლიდერების, პრეზიდენტ ერდოღანის მონაწილეობით“, – თქვა სიბიგამ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა 23 ივლისს თურქეთში შედგება.
0
0
შემოსავლების სამსახურის განცხადება
22/07/2025