
მომღერალი ინგა ფერაძე წლებია, ბრიუსელში, სოციალურ ბინაში ცხოვრობს, ახლა ის სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს.
ინგა ფერაძის შესრულებული ქალაქური სიმღერები 70-80-იან წლებში საქართველოში ძალიან პოპულარული იყო. ატარებდა წარმატებულ კონცერტებს.
მის შესახებ მომღერალი მანანა მენაბდე მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემო საყვარელო მეგობრებო მოგესალმებით!
სანამ თხოვნით მოგმართავდეთ, მანამდე მოკლედ გიამბობთ რა ხდება. ამის შემდეგ გადაწყვიტეთ მიიღებთ ამ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას თუ არა: ბრიუსელში მოხუცთა პანსიონში რომელსაც „PETTI ILLE“ ქვია, აგერ უკვე 3 წელზე მეტია, იმყოფება ჩვენი საყვარელი მომღერალი და ადამიანი - ინგა ფერაძე. ის აქ შემთხვევით აღმოაჩინა ჟურნალისტმა და კინო დოკუმენტალისტმა - ირაკლი კორძაიამ, რომელიც ბრიუსელში ჩავიდა, ინგა ფერაძეზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად.მდგომარეობა შემდეგშია - ინგას აქვს დიმენსია საწყის ფორმებში და მისი მდგომარეობა უარესდება. ამის მიზეზია ისაა, რომ ინგა არც ფრანგულ და არც ნიდერლანდურ ენებს არ ფლობს. ამიტომაც კომუნიკაციაში ვერავისთან ვერ შედის. ამის გამო ის სრულიად გარიყული და მარტოსულია. ეს ამძიმებს მის ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას.
ინგას კოლეგებმა და მისმა თაყვანისმცემლების ჯგუფმა, გადავწყვიტეთ ინგა მის საყვარელ საქართველოში დავაბრუნოთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამშობლოში დაბრუნება და მეგობრების გარემოცვაში ყოფნა მისი სიცოცხლისთვისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რადგანაც თავად ოცნებობს საქართველიში დაბრუნებაზე.
ჩვენ დავუკავშირდით თბილისის მოხუცთა პანსიონატს “ლალა-მარიას” და პანსიონატის დირექციამ მზაობა განაცხადა ინგას მიღებაზე! ისინი სიხარულით ელიან მას! აქ ინგას ექნება ცალკე ოთახი, მოვლა და პატრონობა, პროფესიონალურ დონეზე.
ინგას ახლა თითოეული ჩვენთაგანის თანადგომა ესაჭიროება. ნებისმიერი დახმარება ძალზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დავაბრუნოთ ჩვენი საყვარელი მომღერალი და მეგობარი - ინგა ფერაძე საქართველოში. გვაქვს მცირედი თანხა ჩვენი დანაზოგებიდან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ TBC ბანკის საქველმოქმედო ანგარიშზე, რომელიც ჩემს სახელზეა გახსნილი:
მიმღები - მანანა მენაბდე
ანგარიში - GE92TB7910645064400003
P.S. ჩვენი დიდი თხოვნაა გააზიაროთ ეს ინფორმაცია“
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025