
მწერალი ერეკლე დეისაძე, სოციალურ ქსელში ლექსს აქვეყნებს, რომელსაც 400 მწერალს უძღვნის:
"იყო და არა იყო რა,
იყო ოთხასი მწერალი,
სუყველას თავი ეგონა -
პოსტმოდერნიზმის
მწვერვალი.
და ვისი შრომაც დაფასდა
ხუთიათასად - პრემიით,
პრემია ,,საბას” ჩამოსხმა,
ხელში ეჭირათ -
გრემივით.
ვარსკვლავებივით
ბრწყინავდა,
თვალზე მომდგარი ცრემლები,
წაგებულს ანუგეშებდნენ
მდიდარი
გამომცემლები.
ადგენდნენ პეტიციებს და
წერდნენ კრიტიკულ წერილებს,
წინა წელს ვინც გამოტოვეს,
შემდეგ წელს დააჭერინეს..
ასეთი წესი დამკვიდრდა,
(ნუ გეგონებათ ხუმრობა)
მწერალს უხდება - შიმშილი,
პრემიას - პომპეზურობა.
ჰოდა მშიერი მწერალო,
აღწერე შენი მხარეო,
სამშობლო შეარცხვინე და
დონორი გაახარეო.
იყო და არა იყო რა,
იყო ოთხასი მწერალი,
სუყველას თავი ეგონა -
პოსტმოდერნიზმის
მწვერვალი." - წერს დეისაძე.
0
0