
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისივე თქმით, გავრცელებულ კადრებში ალექსი ბახალოვის მხრიდან რამე ძალადობრივი ან უკანონო ქმედება არ იკვეთება.
„საქმის მასალების გაცნობის შედეგად დადგენილია, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. სხვა დეტალებზე სხდომის დასრულების შემდეგ ვისაუბრებ. კადრებში ფიგურირება არ ნიშნავს იმ ბრალდების დადასტურებას, რომელიც მას ბრალად ედება. კერძოდ კი, ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტება, თუმცა, იმ კადრებით, რაც გავრცელდა, ამ ადამიანის მხრიდან რამე ძალადობრივი ან უკანონო ქმედება არ იკვეთება. ეს ადამიანი შემთხვევის ადგილას ოფიციალური გამოძახების საფუძველზე მივიდა“, - განაცხადა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ მედიასთან.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მაისიდან
29/05/2026