
სამოქალაქო აქტივისტების, სანდრო ქინქლაძისა და ვახო სებისკვერაძის შემდეგ, ქვეყანა ჟურნალისტმა ირაკლი გაბისონიამ დატოვა. გაბისონია გიორგი ვაშაძის პარტიის პრესსამსახურის უფროსი იყო. მანამდე სხვადასხვა მედიასაშუალებაში მუშაობდა. ქვეყანა ასევე დატოვა ჟურნალისტმა გიგა ბენიამ. იგი ბოლო დროს ტელეკომპანია BMG ში მუშაობდა.
"დროებით, საქართველო, ცეცხლი ოლიგარქიას!" - დაწერა გიგა ბენიამ თავის ფეისბუქ გვერდზე.
,,სამწუხაროდ მომიწია მიმეღო გადაწყვეტილება დროებით დამეტოვებინა ჩემი ქვეყანა. დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია მალე შეიცვლება უკეთესობისკენ და დავბრუნდები სამშობლოში. ამ ეტაპზე სხვა გზა არ მქონდა თორემ ამ ნაბიჯს ნამდვილად არ გადავდგამდი" - უთხრა ირაკლი გაბისონიამ ,,ექსპრესნიუსს".
შეგახსენებთ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში საქართველოდან თვალთვალის, დადევნების გამო და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, აქტივისტები სანდრო ქინქლაძე და ვახო სებისკვერაძე გაემგზავრნენ.
0
0