
სამხრეთ კორეაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინს შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები, თითქმის ორ საათს გაგრძელდა.
მოლაპარაკებების დაწყებამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ელოდება „ძალიან წარმატებულ შეხვედრას“ და დასძინა, რომ სი ძინპინთან „ყოველთვის ჰქონდა კარგი ურთიერთობა“.
„ძალიან წარმატებული შეხვედრა გვექნება. თუმცა, ის ძალიან რთული მომლაპარაკებელია, რაც კარგი არ არის. ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ძალიან კარგად გავუგებთ ერთმანეთს, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, ყოველთვის გვქონდა შესანიშნავი ურთიერთობა“,-განაცხადა დონალდ ტრამპმა შეხვედრის დაწყებამდე.
თავის მხრივ, სი ძინპინმა თქვა, რომ დიდი სიამოვნებაა ტრამპის ხილვა.
ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან, ხელახალი არჩევის შემდეგ, სამჯერ ჰქონდა სატელეფონო საუბარი და მიმოწერა.
„ეს ნორმალურია, რომ მსოფლიოს ორ წამყვან ეკონომიკას აქვს დაპირისპირება დროდადრო. ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, რომ ჩინეთი და შეერთებული შტატები უნდა იყვნენ პარტნიორები და მეგობრები. ამას ისტორია გვასწავლის და ამას რეალობა მოითხოვს“, – აღნიშნა სი ძინპინმა და დასძინა, რომ ორივე ქვეყანამ უნდა „განაგრძოს სვლა სწორი კურსით“.
სავარაუდოა, რომ ლიდერებმა შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის სავაჭრო შეთანხმება, ტარიფები და „ტიკტოკის“ გაყიდვა.
0
0