სამჯერ ვაქცინირებულებსაც შეუძლიათ კორონავირუსის გადაცემა - BioNTech-ის ხელმძღვანელი
A-
+A

გერმანული კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, უღურ შაჰინმა განაცხადა, რომ სამჯერ ვაქცინირებულებსაც შეუძლიათ კორონავირუსის გადაცემა.
„აშკარაა, რომ ჩვენ შორს ვართ ვაქცინის 95%-იანი ეფექტურობისგან, რომელიც ვირუსის თავდაპირველი ვარიანტის შემთხვევაში მივიღეთ. თუმცა, მესამე დოზის შემდეგ, ჩვენი ვაქცინა, როგორც ჩანს, 70%-75%-იან დაცვას უზრუნველყოფს დაავადების ნებისმიერი ტიპისგან, რაც ზოგადად კარგი შედეგია ვაქცინისთვის“, - აღნიშნა უღურ შაჰინმა.
BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ვაქცინა დაავადების გადაცემას ხელს არ უშლის.
„უნდა ვიცოდეთ, რომ სამჯერ ვაქცინირებულებსაც კი შეუძლიათ დაავადების გადაცემა. მათ მოუწევთ ტესტირება, განსაკუთრებით თუ მოწყვლადი პირების გარემოცვაში იმყოფებიან. დამცავი ზომების გამოყენება „ომიკრონი“ ვარიანტის პროგრესირებასთან საბრძოლველად არსებითი ფაქტორი იქნება“, - განაცხადა უღურ შაჰინმა.
წყარო: lemonde.fr
0
0
516
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%