
სოფელ ნერგეეთში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ - ბაღდათის რაიონში ერთი ოჯახის გარდაცვლილ სამი ბავშვის ნიჭიერებაზე ლეგენდები დადის, ამბობენ, რომ მოზარდები უმაღლესში ჩასაბარებლად ემზადებოდა, ამისთვის კი ემიგრაციაში წასული დედა ბოლო კაპიკებს აგზავნიდა, რომ შვილები საუნივერსიტეტოდ მოემზადებინა.
"ასეთი უბედურება პირდაპირ არ ვიცი, რა ბავშვები დაიღუპნენ, რომ იცოდეთ... რა ტყუპი გოგოები, მამა და სამი შვილი. დედა წასულია 3-4 წელია, უგზავნიდა იქიდან ფულს ბავშებს ამზადებდა, მამა ბავშვებს დაატარებდა მოსამზადებლად. ეს ტყუპები უნიჭიერესები იყვნენ. ბიჭ წელს ამთავრებდა, თან ამზადებდა ყველა საგანში. ნუ უმაღლესში ჩასაბარებლად ემზადებოდა სამივე ბავშვი. მამამისთან ერთად წავიდა სამივე", - ამბობს მეზობელი.
ერთ ღამეში ჩამოწოლილმა მეწყერმა, ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ცხრიდან ოთხი ერთი ოჯახის წევრია - მამა და სამი შვილი.
0
0