რიკოთის უღელტეხილზე შექმნილ საცობთან დაკავშირებით ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტება გააკეთეს და აღნიშნეს, „საცობი ტრაილერებმა და მსუბუქმა ავტომობილებმა შექმნეს“.
„დაახლოებით 6 საათია რაც რიკოთის უღელტეხილზე საცობია. საცობი ტრაილერებმა და მსუბუქმა ავტომობილებმა გამოიწვია. სამი ტრაილერი მოცურდა და გზის სავალი ნაწილი დაიკავა. შემდეგ ტექნიკა მივიდა, მაგრამ ამას დაერთო ის ფაქტი, რომ მანქანები, მძღოლები ხელს უშლიდნენ ტექნიკას რომ ემუშავათ. ამან ძალიან რთული მდგომარეობა შექმნა. ძალიან რთული მეტეოროლოგიური პირობებია, ინტენსიური თოვა, ლიპყინული და ქარბუქია. შეზღუდული ხილვადობაა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ავკრძალეთ ყველა სახის ავტომობილის გადაადგილება სურამიდან საქასრიამდე“, - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
ამასთან, დეპარტამენტში ვერ აკონკრეტებენ დროს თუ როდის გაიხსნება საავტომობილო გზა.
„ინტენსიურად მუშაობს ჩვენი ტექნიკა და ჯგუფი ადგილზეა. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები“, - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
0
0