09/01/2023
17:15
პოლიტიკა
სამი ქვეყნიდან ყველაზე მეტი სამუშაო ამჟამად მოლდოვას აქვს გასაწევი - სფეროების უმეტესობა, ევროკომისიის შეფასებით, „ადრეულ ეტაპზეა“, დანარჩენი კი „მომზადების გარკვეულ დონეზე“, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი წერს სტატიაში, რომელიც ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშს ეხება.
„ევროკავშირის ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც ანონიმურობის პირობით მესაუბრა მითხრა, რომ ეს გამოწვეულია მოლდოვის წინა მთავრობების უმოქმედობით. უკრაინაში, ევროკომისიის შეფასებით, სფეროების უმეტესობა „მომზადების გარკვეულ დონეზეა“. ანგარიშში ნათქვამია, რომ „საჯარო შესყიდვების კონტროლის გარემო რთული და სუსტია“, ასევე „არ არსებობს დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტი.“
ევროკომისია იმასაც მოითხოვს, რომ ქვეყანამ შექმნას და მართოს ფლოტის რეესტრი და მეთევზეთა მონაცემების შეგროვების ჩარჩო.
ყველაზე კარგი შეფასებები, როგორც ჩანს, საქართველოს ექნება, რაც წლების განმავლობაში პროევროპული და შედარებით რეფორმებზე ორიენტირებული მთავრობების მუშაობის შედეგია. ბევრგან, განსაკუთრებით კი ეკონომიკისა და ფინანსების სფეროებში მას „საშუალოდ მომზადებულად“ აფასებენ. თუმცა, საქართველო ჩამორჩება სამართლის, ინტელექტუალური საკუთრებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში“, - აღნიშნულია სტატიაში.
0
0