21/10/2024
20:39
სპორტი
21 ოქტომბერს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო. პირველი ხალიჩაზე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეები გავიდნენ, ხუთი ქართველიდან სამმა ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.
ფრიდონ აბულაძემ 60 კგ წონით კატეგორიაში ყირგიზი და ყაზახი მეტოქეები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, ნახევარფინალში კი ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ბამატოვს შეხვდება.
დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ) საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიელ, ხოლო მერვედფინალში მოლდოველ მეტოქეებს აშკარა უპირატესობით აჯობა. აბულაძის მსგავსად, ისიც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ათლეტს, აგაევს შეხვდება.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი ჩხიკვაძემ (72 კგ) ნახევარფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო (6:0, 14:5, 4:0). ფინალის საგზურის მოსაპოვებლად მისი მეტოქე ყირგიზი ნურლანბეკოვი იქნება.
დათა ჩხაიძემ (82 კგ) და ლაშა ტვილდიანმა(97 კგ) შეხვედრები დათმეს, თუმცა რეპეშაჟში გადასვლის შანსს ინარჩუნებენ.
ნახევარფინალები დღეს საქართველოს დროით 20:30 საათიდან დაიწყება.
0
0