11/08/2024
20:53
სპორტი
საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მედლების საერთო ჩათვლაში პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშები 24-ე ადგილზე დაასრულა.
პრიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. ჩვენმა ქვეყანამ სამი ქოროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ:
ლაშა ბექაური - ძიუდო, 90კგ
გენო პეტრიაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა, 125კგ
ლაშა ტალახაძე - ძალოსნობა, +102კგ
ვერცხლის მედლების მფლობელები არიან:
ტატო გრიგალაშვილი - ძიუდო, 81კგ
ილია სულამანიძე - ძიუდო, 100კგ
გივი მაჭარაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა, 97კ
ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა:
ლაშა გურული - კრივი, 63,5კგ
საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის პარიზი 2024-მდე ყველაზე წარმატებული ტოკიო 2020 იყო, სადაც სამი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო მოვიპოვეთ.
პარიზის ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგი კი შეერთებულმა შტატებმა აჩვენა – ამერიკელი სპორტსმენების ყულაბაში 40 ოქრო, 44 ვერცხლი და 42 ბრინჯაოა.
0
0