08/04/2024
21:10
ბადაგონი
“ბადაგონის” ღვინოების ტრიუმი Frankfurt International Trophy 2024-ზე!
გერმანიაში ჩატარებულ საერთაშორისო ღვინის კონკურსზე - Frankfurt International Trophy 2024, “ბადაგონის” ცქრიალა ღვინომ “ბადაგონი როზე” საქართველოდან საუკეთესო ღვინის წოდება მოიპოვა!
გარდა ამ წარმატებისა, “ბადაგონის” ღვინოები 3 ოქროს მედლით დაჯილდოვდა:
• ბადაგონი როზე ცქრიალა ღვინო
• ბადაგონი ბრუტი ცქრიალა ღვინო
• კახური წარჩინებული თეთრი მშრალი ღვინო
კონკურსი, Frankfurt International Trophy უკვე მე-8 წელია ტარდება და მასში 21 000-ზე მეტ ღვინოს აქვს მონაწილეობა მიღებული წლების განმავლობაში.
კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში.
500-ზე მეტი ჟიურის წევრი (ენოლოგები, სომელიეები, მეღვინეები, რესტორნის მფლობელები) ობიექტურად და მკაცრად აფასებდა კონკურსზე წარმოდგენილ ღვინოებს.
0
0