სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრავე მუნიციპალიტეტს ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ტექნიკა გადაეცა
A-
+A
-share.jpg)
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერთან თინათინ ტყეშელაშვილთან ერთად, UNDP-ის პროექტის - ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი გუგუჩიას 63 პერსონალური კომპიუტერი, 43 პორტატული სკანერი და 18 მულტიფუნქციური პრინტერი გადასცა. ტექნიკა რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ზემოთ ჩამოთვლილი ტექნიკის ნაწილს მუნიციპალიტეტის მერიები, კერძოდ: პორტატულ სკანერებსა და პერსონალურ კომპიუტერებს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებს გადასცემენ.
ტექნიკური აღჭურვილობა დაეხმარება მუნიციპალიტეტებს დისტანციური სერსვისის დანერგვასა და განვითარებაში. ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა, ელექტრონულად მიმართონ სასურველ ორგანოს და მიიღონ საჭირო ინფორმაცია.
0
0
329
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა
11/03/2025
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%