
სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში რამდენიმე სტუდენტის პროტესტი მოჰყვა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის დათმობას სტუდენტური იუმორისტული შოუს ჩაწერისთვის, რომელიც ტელეკომპანია "პოსტ ტვ"-ის ეთერში გადის.
რამდენიმე სტუდენტი, ვინც ბანერებით გამოხატა თავის უკმაყოფილება უნივერსიტეტის ეზოში, აცხადებს, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუკი ამ იუმორისტული შოუს ჩაწერა იგეგმებოდა მათ სივრცეში.
როგორც რადიო თავისუფლებას უნივერსიტეტის პრესსამსახურში უთხრეს, მათ სივრცე ახალგაზრდულ ფესტივალს დაუთმეს იმის გამო, რომ "სიცილის ლიგაში" წლებია მონაწილეობს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდიც, "კოზანოსტრა", ინფორმაცია კი ფართო აუდიტორიისთვის იმიტომ არ გაავრცელეს, რომ თავად არ იყო უნივერსიტეტი ამ ღონისძიების ორგანიზატორი და მათი მონაწილეობა მხოლოდ ფართის დათმობით შემოიფარგლებოდა ამ შოუს ჩაწერის პროცესში. პრესსამსახურის ინფორმაციით, უნივერსიტეტს სივრცის დათმობის თხოვნით "სიცილის ლიგის" პრეზიდენტმა, ნიკოლოზ მახვილაძემ მიმართა.
0
0