18/11/2021
14:40
სამართალი
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კოვიდტესტირების პუნქტი, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში იყო განთავსებული. დაწესებულება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა.
რეგულირების სააგენტოს მიერ, დაწესებულების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს. მსგავსი შემთხვევები გამოიკვეთა ქალაქ რუსთავსა და ბათუმშიც.
„ძირითადად, აღნიშნული ტიპის დაწესებულებები იღებენ ნაცხს და აგზავნიან ლაბორატორიებში, თუმცა აუცილებელია, რომ მათ სააგენტოში გადმოაგზავნონ შესაბამისი შეტყობინება და აკმაყოფილებდნენ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტს“, - განაცხადა რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელნა ზაალ კაპანაძემ.
0
0