
დღეს „აფხაზეთობა“ აღინიშნება. „აფხაზეთის დღე“ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დაადგინა და მას შემდეგ ყოველი წლის 23 მაისს აღინიშნება. 23 მაისი ასევე წმინდა მოციქულის, სვიმონ კანანელის ხსენების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის ეზოში სვიმონ კანანელის სახელობის სამნავიანი ბაზილიკის მშენებლობის დაწყების ცერემონია გაიმართა.
როგორც ცნობილია, ტაძრის მშენებლობა ილია II-ის ლოცვა კურთხევით, ფონდ „კანანელის“ და აფხაზეთის ომის ვეტერანთა ინიციატივით ხორციელდება. ტაძარი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად შენდება.
სამების საკათედრო ტაძარში წირვასა და ტაძრის საძირკვლის კურთხევის ცერემონიას ხელისუფლებისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ადგილზე იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი.
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026