
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს.
პანაშვიდს ესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აგრეთვე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად.
ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
0
0