
სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.
ილია მეორისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები სამების ტაძარში მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდნენ. ტაძარში დღეს დილიდანაც პატრიარქისთვის პატივის მიგების მსურველთა რიგია.
სამების საკათედრო ტაძრისკენ გუშინ მსვლელობა გამართეს პატრიარქის ნათლულებმა. ილია მეორის ნათლულები და მათი ოჯახის წევრები ავლაბრის მეტროსადგურთან შეიკრიბნენ და სამების ტაძარში თეთრი ვარდებით მივიდნენ.
საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად, სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
0
0