
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.
ტაძარში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო. 12:15 საათიდან სამების ტაძარში კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.
სამების ტაძარში უკვე იმყოფებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.
უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს სიონის დაძარში დღეს დაკრძალავენ. დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.
0
0
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
21/03/2026