
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი სრულდება. გარდამოხსნის წესს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
გარდამოხსნის ტრადიციული წესის აღსრულებას, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე არ ესწრება.
გარდამოხსნა დიდ ქსოვილს წარმოადგენს, რომელზედაც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. გარდამოხსნას მისთვის მომზადებულ სპეციალურ სადგამზე - „საფლავზე“ დაასვენებენ.
იგი ტაძარში არასრული სამი დღე დარჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.
ასევე, მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
მსახურების შემდეგ ტრადიციულად შესრულდება ღვთისმშობლის დატირება.
დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025