
სამცხე–ჯავახეთის იმ სოფლებში, სადაც ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ადამიანების ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ, პირუტყვის სპეციალური ხსნარით დამუშავება დაიწყო.
სააგენტოს პრესამსახურის ინფორმაციით, ცხოველები და მათი სადგომები ინსექტოაკარიციდული (ტკიპების საწინააღმდეგო) პრეპარატებით მუშავდება.
ყირიმ–კონგოს შემთხვევები გამოვლინდა ტოლოშში (ასპინძა), ნაქურდევსა (ადიგენი) და მუსხში (ასპინძა).
შეგახსენებთ, რომ წელს დაავადების პირველად შემთხვევა 28 აპრილს, სოფელ მუსხში დაფიქსირდა, ინფექცია 23 წლის კაცს დაუდატურდა, იგივე სიმპტომები პირველ მაისს სოფელ ტოლოშში მცხოვრებ 62 წლის კაცს გამოუვლინდა, მესამე შემთხვევა 5 მაისს სოფელ ნაქურდევში დაფიქსირდა. აქ ჰემორაგიული ცხელება 58 წლის მამაკაცს დაუდასტურდა.
გარდა ამ შემთხვევებისა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 45 წლის ქალი.
წყარო: “სამხრეთის კარიბჭე”
0
0