20/04/2023
14:27
პოლიტიკა
„სამცხე-ჯავახეთში რძის ჩაბარების ფასი დაბალია და ეს პრობლემა არ არის მოგვარებული“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
„რამდენიმე კითხვა მაქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან. პირველი კითხვა ეხება გასაღების ბაზარს. რამდენიმე კვირის წინ, სამცხე-ჯავახეთში რძის ჩაბარების ფასი იყო ძალიან დაბალი, ეს პრობლემა არ მოგვარდა - მქონდა კომუნიკაცია მათთან, ასევე, იყო პრობლემა ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით. მეორე, ჩემმა კოლეგამ ისაუბრა ეთნიკურ უმცირესობებზე, რომელთაც ძალიან მცირე წვდომა აქვთ სხვადასხვა გრანტებზე. მესამე, ბოლო კვლევებით, თბილისსა და დიდი ქალაქებში ამ საშინელი უკანონო მშენებლობის ფონზე მოსახლეობას აინტერესებს და მათი მთავარი პრობლემაა ჰაერის დაბინძურება, თქვენ როგორც გარემოს დაცვის შეთავსებით მინისტრი მაინტერესებს ამ კუთხით რას აკეთებთ, რა არის სტრატეგია?!“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
0
0